რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დამასკოში გახორციელებულ თავდასხმას გმობს. აღნიშნულ ინფორმაციას RT ავრცელებს.
“დარტყმა გახორციელდა სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქზე, რომელიც მრავალი წელია, ცდილობს გადარჩენას ტერორის საფრთხის ქვეშ.
ყველა, ვინც ამტკიცებენ, რომ ამ სამყაროს მორალური ლიდერები არიან, რომლებიც აცხადებენ მათი თავდასხმის განსაკუთრებულობის შესახებ, ასევე, უნდა აღნიშნონ, მათი განსაკუთრებულობა სირიაზე დარტყმის დროს, როცა ქვეყანას გაუჩნდა მშვიდობიანი მომავლის შანსი”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ზახაროვამ, ასევე, დაადანაშაულა ამერიკული და სხვა მედია საშუალებები თავდასხმის წამოწყებაში და აღნიშნა, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება დაეწყო თავდასხმა ეფუძნებოდა მედიის რეპორტაჟებს, ინტერნეტში განთავსებულ ფოტოებსა და ვიდეოებს.