თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ვერეს ხეობიდან მომავალი საავტომობილო გზისა და თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
გარდაცვლილმა, 35 წლამდე მამაკაცმა, სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.