რიკოთის უღელტეხილზე მანქანა დაიწვა. როგორც ცნობილია, ავტომობილს ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი 2-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
წყარო: რუსთავი2