სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ქეთევან ცინცაძის განცხადებით, 2018 წლის მარტის ჩათვლით, ინსპექტორმა 200 საჩივარი განიხილა. ამ ეტაპზე 52 მოსამართლის საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
ოცამდე მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა უკვე დაიწყო. კითხვაზე, არის თუ არა მათ შორის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ საჩივარი ცინცაძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია არის კონფიდენციალური.
დამოუკიდებელი ინსპექტორის ანგარიშის წარდგენა მაისის ბოლოს მოხდება.