ეს ფოტო რამდენიმე წუთის წინ, ქალაქ ოზურგეთის ცენტრშია გადაღებული. პიროვნება, რომელიც ნაგვის ურნაში საჭმლის ნარჩენებს ეძებს, როგორც თავად გვეუბნება, ნანა ბარამიძეა და ოზურგეთში, ბათუმის ქუჩაზე ცხოვრობს. მას ოთხი შვილი ჰყავს, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. მისი თქმით, მძიმე სოციალური პირობები აქვს, ძალიან უჭირს ეკონომიურად, ნაგვის ურნებს თითქმის ყოველ საღამოს სტუმრობს და საჭმლის ნარჩენებს და ჯართს ეძებს.