„პატიმრობის კოდექსში” შედის ახალი ცვლილება, რომლის თანახმად, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს სატელეფონო საუბრის განხორცილება პლასტიკური ბარათის ნაცვლად, ბიომეტრიული მონაცემებით შეეძლებათ. ცვლილების ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს მოხდება.
როგორც ცვლილების კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, მსგავსი ტიპის ცვილილება აღმოფხვრის ისეთ შედეგებს, როგორიცაა მსჯავრდებულთა სატელეფონო ანგარიშებიდან ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი.
მსგავსი ფაქტები ამ ეტაპზე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაშია. საქმის მასალებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ 2017 წლის განმავლობაში მსჯავრდებულების საბანკო ანგარიშებზე მიბმული სატელეფონო ანგარიშებიდან პლასტიკურ ბარათზე დატანილი ციფრების კომბინაციის გამოყენებით, დაწესებულებაში მოთავსებული სხვა მსჯავრდებულების მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებას.