,,გურია ნიუსის“ კითხვაზე _ არსებობს თუ არა მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით?_,,ქართული ოცნების“ წევრი გედევან ფოფხაძე პასუხობს, რომ გუნდში საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი ,,ქართული ოცნების“ წევრების იმ პრინციპებსა და ღირებულებებს იზიარებდეს, რომელიც გუნდს აერთიანებს.
,,მგონია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ყრილობაზე ან ყრილობის შემდეგ უფრო უპრიანი იქნება, შესაბამისად, მთავარია, ჩვენი პრინციპები და ღირებულებები იყოს თანხვედრაში საპრეზიდენტო კანდიდატთან, რომლის ბიოგრაფია და პიროვნული ფაქტორი, საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს.საპრეზიდენტო კანდიდატის იქნება იმ ღირებულებების სიმბოლო, რომელიც გააჩნია ,,ქართულ ოცნებას“ და მისი პოზიცია ერის გაერთიანებისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, _ განაცხადა ფოფხაძემ.