პოლიტიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ,,გურია ნიუსთან“ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას გამოეხმაურა. როგორც ექსპერტი აცხადებს, ივანიშვილის დაბრუნება აუცილებელი იყო იმ კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ,,ქართული ოცნების“ გუნდში არსებობდა.
,,ეს ნაბიჯი, რასაკვირველია, იყო წინასწარ შეთანხმებული, იმ დიალოგიდან გამომდინარე, რომელიც ,,ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობდა. ბუნებრივია, ტელესივრცეში არა ერთხელ ვიხილეთ როგორი ურთიერთობები არსებობს თავად მეოცნებეთა შორის, ამიტომ საჭირო იყო გადამჭრელი ზომების მიღება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ბიძინა ილტვოდა ასეთი თანამდებობისკენ, მაგრამ ვხედავდით, რომ მის გარეშე პარტიის ზეობა კი არ ხდებოდა, არამედ დეპუტატები ერთმანეთს დაერივნენ. ბატონი ივანიშვილი კულისებიდან გამოვიდა და ახლა პოლიტიკურ სცენაზე დგას. ვნახოთ როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება, რასაც არც თუ ისე შორეული მომავალი დაგვანახებს“, _ გვითხრა ცისკარიშვილმა.