დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, ეკა ნინიძის სასამართლო პროცესის სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა.
მოსამართლე მარინა კიკნაძემ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, მერიასთან დადებული ხელშეკრულება შრომით ხელშეკრულებად არ ითვლება. ამიტომ ეკა ნინიძეს უარი ეთქვა.
ეკა ნინიძემ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს, „გურია ნიუსთან“, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მოკლე კომენტარი გააკეთა:
_ აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას სააპელაციო სასამართლოში, _ თქვა ნინიძემ.