“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ფესბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილს იმ პოსტს ეხმაურება, რომლითაც სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების გაერთიანების მიზანშეწონილობის შესახებ საუბრობდა.
“ქართულ პოლიტიკაში გულივერია ეს კაცი და თქვენ ხმა რომელ “ლილიპუტსაც” გინდათ, იმას მიეცით”, _ წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გიგი უგულავას გამარჯვების შანსი 1%-ც არ იყო.
“მე გამახარებდა გიგი უგულავას ვანი-ხონის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა. არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ. ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ!
სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში”, _ დაწერა სააკაშვილმა.