პოლიტსაბჭოს შემადგენლობის განახლების შემდეგ ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ რომ პარტიის ხელმძღვანელები შეიცვალონ. გია ვოლსკი ამბობს, რომ “გენერალური და აღმასრულებელი მდივნის თანამდებობები შესაძლოა ყრილობისთვის გადაიხედოს”.
“საერთოდ პარტიული მშენებლობა ითვალისწინებს საკადრო გაძლიერებას ორგანიზაციულ ნაწილში. მე ვფიქრობ, გაცილებით მეტი ყურადღება მიექცევა რეგიონალურ პრობლემებს, არა მარტო პოლიტიკური პარტიული ხაზით. ყველა საკითხთან დაკავშირებით თემებს მოუყრის თავს პოლიტსაბჭო” – განაცხადა გია ვოლსკიმ, _ “იმედთან” საუბრისას.
„ქართულ ოცნებაში“ გენერალური მდივნის პოსტს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, აღმასრულებელი მდივნისას კი – პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 11 მაისს რიგით მეხუთე ყრილობას გამართავს, სადაც პარტია ახალ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევს.