https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მსოფლიოს უდიდესი და საუკეთესო როკ-ენ-როლის ჯგუფი

5:05; 2.05.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამ 30-35 წლის წინათ ამერიკაში ვიქტორინა ჩაატარეს, სადაც ასეთი კითხვა დასვეს: ,,რას მოიმოქმედებდით Rolling stones-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთის საშოვნელად?” გაიმარჯვა ერთმა ახალგაზრდამ, რომელმაც განაცხადა _ მთელს სხეულზე თმას გავიპარსავდი, ჩავდებდი ჩიბუხში და მოვწევდიო.

მაშინ მეშვიდე თუ მერვე კლასის სკოლის მოსწავლე ვიყავი და ამ ჯგუფის სახელი არაფერს მეუბნებოდა. მაგრამ ერთ დღეს ჩემი უფროსი დის ამხანაგმა ვინილის დისკი მოგვიტანა მოსასმენად. იქამდეც ვუსმენდი სახლში არსებულ ფირფიტებს – პოლ საიმონს, ბობ დილანს, სტივი უონდერს, დორსს… მაგრამ ეს კარდინალურად განსხავებული რამ იყო. გარეკანზე ჯგუფის არც თუ სიმპატიური წევრები იყვნენ გამოსახული, მაგრამ მთავარ ყურადღებას დიდ ტუჩებიანი ახალგაზრდა კაცის მსხვილი ხედი იქცევდა. ფირფიტას ჯგუფის სახელიRolling Stones  ამშვენებდა. როგორც კი პირველი სიმღერა Hey Negrita მოვისმინე, მას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში სხვა არაფრის მოსმენა აღარ შემეძლო. სკოლაში წასვლის წინ ამ ფირფიტით ვაღვიძებდი ყველას, გაკვეთილების სწავლისას მას ვუსმენდი და ასევე დაძინების წინ. მოკლედ, Rolling Stones ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

 შემდეგ აღმოვაჩინე ალექსანდრეს ბაღში იმპროვიზირებული (აკრძალული) ბაზრობა, სადაც იკრიბებოდნენ როკ-მუსიკის თაყვანისმცემლები. იქ ხდებოდა ვინილის ფირფიტებით ვაჭრობა, გაცვლა, რაც მთავარია შეგეძლო გესაუბრა და მიგეღო ახალი ინფორმაცია საყვარელი ჯგუფის ან მომღერლის შესახებ (რის საშუალებასაც სხვა წყაროებიდან მოკლებული ვიყავით), ანუ ეს იყო დასავლური სამყაროდან შემობერილი სიო, რომლის ჩასუნთქვასაც წესრიგის სადარაჯოზე მყოფი მარად ფხიზელი მილიციონრები არ გაცლიდნენ. მაგრამ ეს უსიამოვნო ინციდენტები ვერანაირად ვერ აქარწყლებდნენ ახალი ფირფიტითა თუ პლაკატით გამოწვეულ სიხარულს.

ბაზრობის, ,,ფარცოვშიკებისა” და ,,ბარიგების” წყალობით Rolling Stones-ის გრამფირფიტების ჩემი კოლექცია ნელ-ნელა იზრდებოდა, ამას ემატებოდა იშვიათი უცხოური ჟურნალებიდან ამოღებული ინფორმაცია და ფოტოები. გავიცანი ჯგუფის თაყვანისმცემლები, რომლებიც უმეტესწილად ჩემს სახლში იკრიბებოდნენ: ვუსმენდით მუსიკას, ვსამდით და ვსაუბრობდით ჩვენს საყვარელ ჯგუფზე. მაგრამ მხოლოდ ფირფიტები და პლაკატები არ იყო საკმარისი, საჭირო იყო სხვა სახის ატრიბუტიკა, რათა მთელ მსოფლიოს (ამ შემთხვევაში თბილისს) გაეგო, რომ მე Rolling stones ფანი ვარ. რამდენჯერმე ვეცადე მათი ლოგო, დიზაინერ ჯონ პაშეს ქმნილება, წითელი ტუჩები და ენა, გადამეტანა მაისურზე, მაგრამ ამაოდ. იმ დროს შემთხვევით ხელში ჩამივარდა კიტ რიჩარდსის ფოტო, რომელსაც ეცვა მაისური წარწერით Who the fuck is Mick Jagger? ასეთ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი და ჩემ მეგობართან ერთად ეს სიტყვები მაისურზე გადავიტანეთ, რითაც შოკში ჩავაგდე ჩემი ინგლისურის შინაბერა მასწავლებელი.

შემდეგ 1988 წელს მომეცა საშუალება პირველ არხზე ზურა კაკაბაძესთან ერთად წამეყვანა გადაცემა ,,მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავები”, რომელიც იქამდე ბატონ ჟენია მაჭავარიანს მიჰყავდა. რაღა თქმა უნდა, პირველი პროგრამა როლინგებს მივუძღვენი. ბევრი ძალიან აგრესიულად შეხვდა ამ გადაცემას, განსაკუთრებით ალტამონტის კონცერტის ჩანაწერს, სადაც ჯგუფის დაქირავებულმა მცველმა ,,ჯოჯოხეთის ანგელოზებმა” შავკანიანი ახალგაზრდა მოკლეს, რომელიც მიკ ჯაგერს რევოლვერს უმიზნებდა. მაგრამ მაშინ უკვე გარდამავალი დრო იყო, ყველაფერი იცვლებოდა ამიტომაც გახდა შესაძლებელი ამდაგვარი გადაცემის შექმნა, სხვათა აგრესიულობამ და გამოხტომებმა ჩემზე ნაკლებად იმოქმედა.

დრომ გვიჩვენა, რომ როლინგების ფანები სამარადისოდ რჩებიან. 2003 წელს ერთი ქალბატონი ამერიკაში Rolling Stones კონცერტის მსვლელობისას სცენაზე აიჭრა და გარდაცვლილი მეუღლის, როლინგების თაყვანისმცემლის ფერფლი გარშემო მოაფრქვია. ვერავინ ვერაფერს მიხვდა და ჯაგერი ისევ ენერგიულად განაგრძობდა საკუთარი გადამკვდარი გულშემატკივრის ფერფლზე ცეკვას. პოლიციაში დაკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქალმა ამით გარდაცვლილი ქმრის, ანდერძი აღასრულა, რომელიც ამ კონცერტამდე ხუთი დღით ადრე გარდაცვლილა.

მეც დღესდღეობით ისეთივე თავგადადებული თაყვანისმცემელი დავრჩი ამ ბენდისა, რომელსაც ა. წ. აპრილში 56 წელი შეუსრულდა.

თავისი გაჩენის პირველი დღეებიდანვე ეს ბრიტანული ჯგუფი პროფესიონალური კრტიკისა და როკ-მუსიკის მილიონობით თაყვანისმცემელის მძაფრ ინტერესსა და მწვავე დისკუსიებს იწვევდა. ისინი ხან ქებით ცაში აჰყავდათ და ხან კი უკანასკნელი სიტყვებით თათხავდნენ. რა ეპითეტებით არ ამკობდნენ მათ _ ,,როკ-ნ-როლის სატანები”, ,,მგორავი ნაგავი”, ,,ლონდონელი ხულიგნები”. მაგრამ ისინი ეგვიპტური პირამიდებივით სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდნენ, მათ სხვა ჯგუფებისაგან განსხვავებით, რომელთაგან მხოლოდ მოგონება, ზოგიერთებისაგან კი ესეც არ დარჩა, არა მარტო გაუძლეს დროს, არამედ დღევანდელ დღეს ლედი გაგას, ჯასტინ თიმბერლეიკისა, მადონასა და მისთანების ბატონობის პერიოდში ახალგაზრდა მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

ჩემი უფროსი მეგობრებისაგან მსმენია, რომ როცა 60-იან წლებში ქუჩის ფეხბურთს მართავდნენ, გუნდებს Beatles და Rolling Stones არქმევდნენ თურმე. თუმცა საქართველოში Rolling Stones დიდად არ სწყალობდნენ და ყოველთვის Beatles ადარებდნენ ხოლმე. თუმცა თავისთავად ამ ორი კარდინალურად განსხვავებული ჯგუფის შედარება, მუსიკით დაწყებული და სცენური სამოსით დამთავრებული, ჩემი ღრმა რწმენით, უაზრობაა (ცნობილი მოდელიორს თომი ჰილფიგერს თავის წიგნში All American ამ ორი ჯგუფის სამოსი ასე ჰქონდა დახასიათებული: ,, Beatles- ჩაცმულები რათა მოგნუსხონ, – Rolling Stones ჩაცმულები რათა მოგკლან”).

Rolling Stones-ის ისტორია 1960 წლის ზაფხულის ერთ დღეს დაიწყო, როცა 17 წლის ორი ჭაბუკი, ყოფილი თანაკლასელები, ერთმანეთს ლონდონის ტრამვაიში გამოეცნაურა. ერთს ხელში გიტარა ეჭირა, მეორეს კი შავკანიანი ბლუზმენების გრამფირფიტები, რაც იმდროინდელ ინგლისში ძნელად იშოვებოდა. ბიჭი გიტარით კიტ რიჩარდსი იყო, ფირფიტებით კი მიკ ჯაგერი. ამ შეხვედრამ დასაბამი დაუდო ორ ძალზე თავისებული და ნიჭიერი მუსიკოსის თანამშრომლობას და რაც მთავარია Rolling Stones დაბადებას.

60-იან წლებში შავკანიანთა მუსიკა რიტმ ენდ ბლუზი ნაკლებად პოპულარული იყო ინგლისში და სწორედ სტოუნზების დამსახურებაა რომ მათ ამერიკიდან იმპორტირებული ამ მუსიკალურ ნაირსახეობას სახელი გაუთქვეს. ,,ბლუზი ეს პირდაპირი მოქმედების მუსიკაა, ამბობდა ერთ ინტერვიუში ჯაგერი, _ ბლუზი მელანქოლიური განშორებაა. ის მუსიკა კი არა, უფრო მეტად ცხოვრების სტილი და ადამიანთა ფიქრია, რომელიც ამ სამყაროს ეკუთვნის… და არა მგონია, რომ ბოლომდე დარჩე ბლუზმენი აუცილებლად უნდა იყო ღარიბი, უბედური და შავკანიანი…” ამ მიმდინარეობის დიდი თაყვანისმცემელი იყო გიტარისტი ბრაიან ჯონსი, რომელმაც ფაქტიურად შეკრიბა ჯგუფის ძირათადი ბირთვი: ჯაგერი, რიჩარდსი, დრამერი ჩარლი უოთსი და ბასისტი ბილ უაიმენი და როლინგების კარიერის საწყის ეტაპზე ჯგუფის ლოკომოტივის და ბლუზის პოპულარიზატორის როლს ასრულებდა. თუმცა 60-იანი წლების ბოლოს ის ღრმად ჩაეფლო სასმელსა და ნარკოტიკებში და ახლა ჯგუფი მიათრევდა მას. ბოლოს და ბოლოს ის ღოლლინგ შტონეს-დან დაითხოვეს, რადგან მუდმივად აგვიანებდა რეპეტიციებსა და ჩაწერებზე და ხშირად მისი არყოფნის გამო საკონცერტო მოღვაწეობაშიც ეშლებოდათ ხელი. გაგდებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ბრაიან ჯონსი საკუთარ აუზში დღემდე გაურკვეველ ვითარებაში დაიხრჩო. ბრაიან ჯონსი შეცვალა 21 წლის ნიჭიერმა გიტარისტმა მიკ ტეილორმა, რომელიც სულ ექვსი წელი მოღვაწეობდა ბენდთან და 1974 წელს ჯგუფი მაიტოვა, მას ჩაენაცვლა გიტარისტი რონი ვუდი. 1993 წელს კი ბასისტმა ბილ უაიმენმა Rolling Stones მიატოვა (ავტორი დევინ სი აღნიშნავდა, რომ უაიმენის სოლიდური რიტმ სექციის გარეშე სტოუნზები არასოდეს არ იქნება იგივე ჯგუფი, თუმცა უაიმენის წასვლის შემდეგ გამოშვებული ჩანაწერები საწინააღმდეგოს გვიჩვენებენ), ხოლო მისი ადგილი არაოფიციალურად დაიკავა შავკანიანმა დერილ ჯონსმა, ასე რომ ლეგენდარული კვინტეტი ლეგენდარულ კვარტეტად იქცა.

თავიდან ჯგუფი ცნობილი ბლუზმენების ქავერებს ასრულებდა და ბლუზსა და რიტმ ენდ ბლუზს ბრმად ბაძავდა, მაგრამ შემდგომში მის საფუძველზე მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი რიტმითა და ჟღერადობით გამორჩეულ კომპოზიციებს ქმნიდა.

ჯგუფის სახელწოდებას საფუძვლად დაედო შავკანიანი ბლუზმენის მადი უოთერსის სიმღერა Rolling Stone blues – დაგორებული ქვის ბლუზი. ეს სახელწოდება ჯგუფს ბრაინ ჯონსმა შეურჩია. კარიერის დასაწყისში როცა ბენდი ლონდონის ცნობილ Marquee Club-ში გამოდიოდა, ის 20 წლის ენერგიულმა და გამჭრიახმა ენდრიუ ლუგ ოლდჰემმა შეამჩნია, რომელიც Beatles-ის ადმინისტრაციულ ჯგუფში მუშაობდა და ოცნებობდა მათი სადარი ჯგუფის შექმნაზე. ნახა თუ არა სტოუნზები ოლდჰემი მიხვდა რომ წააწყდა ოქროს საბადოს და მაშინვე შესთავაზა მათ კონტრაქტი; ბიჭები რა თქმა უნდა დათანხმდნენ.

ჯაგერმა და რიჩარდსმა საკუთარი სიმღერების წერა 1964 წლიდან ენდრიუ ოლდჰემის მოთხოვნით დაიწყეს, რომელმაც ისინი ოთახში ჩაკეტა სიტყვებით: სიმღერის გარეშე არ გამოხვიდეთო. რატომ აირჩია ხუთეულიდან, მაინცდამაინც ისინი, რიჩარდის სიტყვებით, მისთვის უცნობია, თუმცა ჯგუფის სულისჩამდგმელი ჯონსს, როგორც შემდეგ გაირკვა, სიმღერის წერისადმი არანაირი ნიჭი არ აღმოაჩნდა. ჯაგერ-რიჩარდსის დუეტი ალბათ ყველაზე ხანგრძლივი თანამშრომლობის მაგალითია როკ-მუსიკის ისტორიაში. თუმცა ეს თანამშრომლობა ია-ვარდებით მოფენილი არასოდეს ყოფილა. ,,ჩვენ ძაღლი-კატასავით ვჩხუბობდით მთელი ჩვენი კარიერის განმავლობაში. ჩვენ ძმებივით ვართ, მაგრამ ხანდახან ერთმანეთი გვიყვარდა, ხანდახან გვძულდა, ხანდახან კი ფეხებზე გვეკიდა,” –განაცხადა რიჩარდსმა თავისი წიგნის Life–ის პრეზენტაციაზე.

იმავე 1964 წელს, როცა Beatles პოპულარობის მწვერვალზე იდგნენ, გამოვიდა Rolling Stones პირველი ფირფიტა გიგანტი, რომელზეც მომღიმარი Beatles-ის საპირისპიროდ გამოსახული იყვნენ სერიოზული გამომეტყველების ახალგაზრდა ყმაწვილები და ოლდჰემის მოთხოვნით დისკს ჯგუფის სახელიც კი არ წააწერეს. ოპტიმისტი პროდიუსერის წყალობით დაიწყო ამ ორი ჯგუფის გახმაურებული შემოქმედებითი პაექრობა, რაც მთავარია აქედანვე ჩაეყარა საფუძველი სტოუნზების, როგორც ,,ცუდი ბიჭების” იმიჯს. ჯაგერი ამბობდა: ,,Beatles ყველასაგან გამორჩეულად იქცეოდნენ, ამას ისინი აკეთებდნენ ისე ლაღად, ლამაზად და მხიარულად, რომ ყველა ფიქრობდა: ღმერთო, რა კარგები არიან ეს ბიჭები! ჩვენ ასე ლამაზად არ ვიქცეოდით და ყველამ დაასკვნა რომ ძალზე ჭირვეულები და ცუდები ვართ”. ისინი ღიად უპირისპირდებოდნენ ისთებლიშმენტს, მათ მიერ ხელოვნურად დანერგილ ზნეობრივ ნორმებს და ეს პროტესტი ბევრად უფრო უშუალოდ, მწარე ირონიითა და უხეში იუმორის ფორმით იყო გადმოცემული მათ სიმღერებში, ვიდრე Beatles-ის შემოქმედებაში. ჯონ ლენონის დამ ჯულიამ ერთ ინტერვიუში განაცხადა: ,,სინამდვილეში Beatles მაინცდამაინც არასოდეს მიყვარდა. მე მათ სტოუნზებს ვამჯობინებდი; ისინი ბევრად უფრო მეამბოხეები იყვნენ”. ჯაგერის უჩვეულო ვოკალი (ბავშვობაში კალათბურთის თამაშისას ის წაიქცა და ენის წვერი მოიკვნიტა, რის გამო სამუდამოდ შეეცვალა დიქცია), კით რიჩარდსის ჩაკბერისეული ჟღერადობის გიტარა, სხვა ინსტრუმენტების თითქოსდა დისონირებული ხმები განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე. იმ დროისთვის ჯაგერის მორიგი ფრაზა ასეთი იყო: ,,არ მოგწონვართ? არც არის საჭირო!” ვალში არც მედია რჩებოდა, რომელმაც რესპექტაბელურ საზოგადოებაში მოარული ფრაზა გაახმაურა: ,,თქვენ დაიკოს გაუშვებდით სტოუნზებთან ერთად?” ხოლო ჯაგერის ფოტომ წარწერით ,,ჩვენ ვშარდავთ იქ, სადაც მოგვესურვება” ნამდვილ შოკში ჩააგდო იმდროინდელი პურიტანულ-კონსერვატიული საზოგადოება. ეს ყველაფერი ყვითელი პრესის ხრიკები იყო, მსგავსი რამ მას არასოდეს უთქვამს, ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობდა ,,ცუდი ბიჭების” იმიჯის განმტკიცებას.

მათ აგრესიულ, უცენზურო სიტყვებით გადატვირთულ და ობივატელის ყურისთვის უცხო და უცნაური ჟღერადობის სიმღერებს ხშირად კრძალავდნენ ეთერში გაშვებას. განსაკუთრებული სკანდალი გამოიწვია მათმა ჰიტმა Sympathy for the Devil, სიბრალული ეშმაკისადმი (სიმღერის სათაურს ხშირად არასწორად თარგმნიან, როგორც სიმპატია ეშმაკისადმი), რომელიც ჯაგერმა ბულგაკოვისა და ბოდლერის გავლენით დაწერა. სტოუნზებს ბრალი დასდეს სატანიზმში და შავი მაგიის მიმდევრებად გამოაცხადეს. ნავთზე ცეცხლის დასხმა იყო ზევით ნახსენები ალტამონტის კონცერტი, რომელზეც შავკანიანი ახალგაზრდა მოკლეს და მის გარდა კიდევ სამი კაცი სხვადასხვა შემთხვევის გამო დაიღუპა. ,,ვუდსტოკის ბნელი მხარე”, ,,სიკვდილის კონცერტი” – ასე უწოდებდნენ ალტამონტს. ,,ამ კონცერტის შემდეგ თავს საშინლად ვგრძნობდი. მე მომხდარზე პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ეს ამბავი დღემდე არ მაძლევს მოსვენებას”. საინტერესოა, რომ როცა ჯგუფი ალტამონტს ტოვებდა და მიემართებოდა აეროპორტისაკენ მათ ჩაუარეს ბილბორდს, სადაც განთავსებული იყო ჯგუფის ახალი ფირფიტის რეკლამა სახელწოდებით Let It Bleed – დაე სისხლმა იდინოს. რაც შეეხება სატანიზმს, ეს ისევ და ისევ ჟურნალისტების ნამოქმედარია. ,,ამ სიმღერაში არ არის ეს ეშმაკისეული და სხვა რაღაც სისულელეები, რომელიც შემდეგ შემოიტანა Megadeth და მისთანებმა”, – ამბობდა ჯაგერი. ,,ეს სატანიზმი პაპიე მაშესაგან არის გაკეთებული”, _ ასეთი შეფასება გაუკეთა ამ ჰიტს ჯაგერის ყოფილმა საყვარელმა მერიან ფეიტფულმა, სწორედ მან მისცა მიხეილ ბულგაკოვის წიგნი ჯაგერს წასაკითხად.

ამას ემატებოდა მათი სკანდალური თავგადასავლები, რამაც სტოუნზებს მეამბოხე-ხულიგანი მუსიკოსების რეპუტაცია კიდევ უფრო გაამაგრა. საყოველთაოდ ცნობილია ჯაგერის სასიყვარული ისტორიები, მე მხოლოდ ყველა ცნობილ ქალბატონებს დავასახელებ, თორემ ეს სია ძალიან გრძელია: მომღერალი კარლი საიმონი, კანადის პრემიერ მინისტრის მეუღლე მარგარეტ ტრუდო, საფრანგეთის პირველი ლედი კარლა ბრუნი, მსახიობები მაკენზი ფილიპსი, ჯენის დიკინსონი, ანჯელინა ჯოლი და მრავალი სხვა (გაგახსენებთ ფილმში Life or Something Like It ჯოლი თამაშობს ჟურნალისტს, რომელიც დემონსტრანტებს Statisfaction-ს ამღერებს). ასევე ბევრი ჭორი დადიოდა ჯაგერის ურთიერთობებზე რუდოლფ ნურეევთან, დევიდ ბოუისთან, ენდი უორჰოლთან და თვით კით რიჩარდსთან. როგორც ჯგუფის წევრები იხსენებდნენ ნარკოტიკები, სასმელი და სექსი ეს მათი, ისევე როგორც სხვა როკ ჯგუფების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, ეს იყო მოდა, რომელსაც ვერავინ ვერ გაექცა, ზოგიერთი დიდი მუსიკოსი _ ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, ჯიმ მორისონი და სხვები, გადაიყოლა კიდევაც. ნარკოტიკებმა მათ პროდუქტიულობაზეც იქონია გავლენა. 1967 წელს გამოშვებული დისკები Between the Buttons და Their satanic Majestic Request ამის დასტურია. ,,ჩვენ ძალიან ბევრ წამალს ვიღებდით მაშინ”, _ იხსენებდა ჯაგერი. ნარკოტიკების (შესაბამისად სამართალ დამცავ ორგანოებთან ხშირი ურთიერთობები) პრობლემა ყოველთვის თან სდევდათ როლინგებს, განსაკუთრებით კით რიჩარდს, რომელის ნაოჭებით დაღარული სახე, როგორც ერთმა ავტორმა აღნიშნა, ჯგუფის წარმატებისაკენ მიმავალი დაკლაკნილი და მძიმე საგზაო რუკის მაჩვენებელია. დაახლოებით ორი ათეული წლის წინათ როკ მუსიკოსებს სახუმარო შეკითხვები დაუსვეს, თუ რა არის გაციების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური საშუალებაო. ჰეროინი, უპასუხა რიჩარდსმა, მე მას ოცი წელია ვიკეთებ და ერთხელაც არ გავციებულვარო. 1969 წელს როლინგების როკ-ნ-როლის დიდების დარბაზში საზეიმოდ მიღებისას სამადლობელო სიტყვაში ჯაგერმა იხუმრა: ,,ჩვენ 25 წლიანი ცუდი მოქცევის გამო გვაჯილდოებენ”.

როდესაც Rolling Stones-ის საუკეთესო სიმღერის გამოსავლენად გამოკითხვებს ატარებენ, ხშირად Sympathy for the Devilk და (I Can’t get no) Satisfaction ასახელებენ ხოლმე. ეს უკანასკნელი კით რიჩარდსის ქმნილებაა, რომელიც ერთხელ სახლში ნარკოტიკებისა თუ სასმელის ზემოქმედების ქვეშ გიტარაზე უკრავდა თან ყველაფერს ფილიპსის მაგნიტოფონზე იწერდა. ,,მეორე დღეს რომ გავიღვიძე, გადავახვიე კასეტა და იქ შატისფაცტიონ დამხვდა… და ორმოცი წუთი ხვრინვა,”-წერდა ის თავისი მოგონებების წიგნში. გამოსვლისთანავე, 1965 წელს, Satisfaction ჰიტად იქცა, მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და იმდროინდელი მეამბოხე ახალგაზრდობის სავიზიტო ბარათად იქცა. ,,ეს იყო სიმღერა, რომელმაც სინამდვილეში შექმნა Rolling Stones, – იხსენებდა ჯაგერი, – ამ სიმღერამ ჩვენ რიგითი ჯგუფისგან, უზარმაზარ, მონსტრ ბენდად გვაქცია. ერთი ასეთი ჰიტი ყველას სჭირდება”. ასეთივე ბედი უამრავმა მათმა ჰიტმა გაიზიარა, განსაკუთრებით კი 60-იან წლებში, რომელიც დაემთხვა ვიეტნამის ომის ესკალაციას, რობერთ კენედისა და მარტინ ლუთერ ქინგის მკვლელობებს, ახალგაზრდულ საპროტესტო მოძრაობას, რასობრივ გამოსვლებს და არეულობებს ევროპასა და ამერიკაში. ეს სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები, სტოუნზების სიმღერებში, მათ შორის მთელი სიმძაფრით Gimme Shelter და  Street Fighting Man აისახა. ,,ახლა შესაფერისი დროა ქუჩაში ბრძოლისთვის…”, მღეროდნენ როლინგები ამ უკანასკნელში. ეს სიმღერები მაშინვე აიტაცა იმდროინდელმა ახალგაზრდობამ.  

Rolling Stones-თვის ფირფიტების ჩაწერასთან ერთად უმთავრესი მსმენელთან ცოცხალი კავშირი იყო. ალბათ ვერც ერთი ჯგუფი ვერ დაიკვეხნის იმხელა აუდიტორიებს, რასაც ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მათ კონცერტებზე იკრიბებოდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტოუნზების კონცერტები ყოველთვის ხასიათდებოდა მასობრივი, თავაწყვეტილი ფსიქოზით, აუდიტორია თითქოს ტრანსში ვარდებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ჯგუფის ფრონტმენი სერ მიკ ჯაგერია, რომელსაც ,,აქვს საკვირველი ნიჭი, არავინ დასტოვოს დარბაზში გულგრილი”, – წერდა ჟურნალი Rolling Stone. ჯონ ლენონი კი მას სცენის მეფეს უწოდებდა. დღესდღეობითაც ჯაგერი გამოირჩევა საოცარი ენერგიულობით და სცენაზე რამოდენიმე საათის განმავლობაში გაუჩერებლივ შეუძლია სიმღერა, ცეკვა, ხტუნვა და სირბილი. არ დაგავიწყდეთ, რომ  მას 75 წელი შეუსრულდება. არ არის გასაკვირი, რომ ჯაგერის სცენურ იმიჯს უამრავი როკ მომღერალი ბაძავდა: დევიდ ბოუი იქნება ეს თუ ფრედი მერკური. ამას წინათ კი ჯგუფმა Maroon 5 გამოუშვა სინგლი Moves Like Jsgger, რომელიც ეძღვნება ამ ლეგენდარულ როკერს და მის მიმბაძველებს. (როგორ სჭირდება ერთი ასეთი ენერგიული მომღერალი ქართულ ესტრადას!). Rolling Stones მაგიური ძალა თვალნათლივ ვიხილე 1989 წელს, როცა ჩემს მეუღლესთან ერთად მოსკოვში დავესწარი მათ კონცერტს, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საერთოდ როცა კერპებს ცოცხლად ხედავ ხშირად ნანახი არ ემთხვევა შენს წარმოდგენაში შექმნილ იმიჯს, მაგრამ ,,ლუჟნიკებში” სულ სხვაგვარი სურათი დაიხატა. სამი საათის განმავლობაში ჩვენ თავს დაგვატყდა შმაგი ენერგიის და დრაივის უწყვეტი ნაკადი, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევდა და მთლიანად იძირებოდი როლინგების სამყაროში. ის რაც მხოლოდ ფოტოებსა და ვიდეოზე მქონდა ნანახი რელურად განხორციელდა.

სხვადასხვა კრიტიკოსთა საპასუხოდ, ხომ არ მოვიდა დრო რომ ისინი მუსიკას შეშვებოდნენ აღშფოთებულმა კიტ რიჩარდსმა თქვა: ,,ეს ნაღდი რასიზმია, რატომ არ ეუბნებოდით ამას ჯონ ლი ჰუკერს? აუცილებლად შავკანიანი უნდა ვიყო რომ სიცოცხლის ბოლომდე დავუკრა?.. ჩვენ ისევ ყველაზე ,,მაგარი” ჯგუფი ვართ, მე ვნახავ ეს ახალგაზრდა მუსიკოსები რას გააკეთებენ, როცა ჩვენი ხნისა გახდებიან!” მათ სიმღერებში, იქნება ეს სოლო პროექტები თუ ერთობლივი ნამუშევრები, ისევ იგრძნობა ძველებური სიმძაფრე, დრაივი და აგრესიულობა. დღესაც ღოლლინგ შტონეს ისევ ინარჩუნებს ,,მსოფლიოს უდიდესი და საუკეთესო როკ-ნ-როლის ჯგუფის” სახელს.

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ვინ დააჯილდოვა ყაველაშვილმა ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით

14:35; 26 თებერვალი, 2026
კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23 თებერვალი, 2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21 თებერვალი, 2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026

კედელში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს

თბილისში 18 ლოკაციას სახელი შეეცვლება

ყველა სიახლე

საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026
სამართალი

სპეცოპერაცია ბათუმში – რა დეტალებია ცნობილი

16:15; 27.02.2026
საზოგადოება

“მიწის ფენა ჩავარდა და დროებითი ჯებირებიც ჩაყვა”

15:48; 27.02.2026
პოლიტიკა

“ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის აუცილებლობა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში”- კობახიძე

15:25; 27.02.2026
სამართალი

ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

14:52; 27.02.2026
სამართალი

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს – დახურულია 10 ობიექტი

14:20; 27.02.2026
საზოგადოება

მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში 1 მარტიდან ამოქმედდება _ დეტალები

13:22; 27.02.2026
საზოგადოება

წვიმა, ქარი და თოვა: ამინდი მკვეთრად გაუარესდება

13:14; 27.02.2026
საზოგადოება

ცვლილებაა – უმაღლესებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა და პროგრამების ჩამონათვალი განახლდა

12:51; 27.02.2026
საზოგადოება

როდის დასრულდება ლაშეს უბანში ხიდის მშენებლობა

12:44; 27.02.2026
ფინანსები

რომან გოცირიძე: “იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია”

12:34; 27.02.2026
პოლიტიკა

“მზად ვარ, პირდაპირ ეთერში მოვყვე” – გია ხუხაშვილი

12:33; 27.02.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც… შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?!”

12:28; 27.02.2026
სამართალი

“ერთი საათი _ 120 ლარი” _ შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

11:52; 27.02.2026
სამართალი

თბილისში კაცმა დედა დაჭრა

11:40; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო