ავსტრალიელმა მილიარდერმა კლაივ პალმერმა, გადაწყვიტა აეშენებინა დინოზავრების პერიოდის პარკი, რომელშიც დინოზავრები იქნებიან.
თამამმა მილიარდელმა უკვე მოილაპარაკა მეცნიერებთან დინოზავრების “შექმნაზე”. მეცნიერებმა უნდა გამოიყენონ ძველი დინოზავრების დეენემი, რომ დააბრუნონ დინოზავრები ჩვენს დროში.
თავისი პროექტის გასახორციელებლად პალმერმა იყიდა დიდი კუნძული ავსტრალიასთან ახლოს, რომელზეც მომავალში აშენდება სასტუმროები და მოხდება დინოზავრების განლაგება.
ბევრი მეცნიერი მილიარდერის იდეას სკეპტიკურად უყურებს, რადგან ძველი დროის არსებათა გენები გაქრა, რაც გამორიცხავს მათ დაბრუნებას.