5 მაისს თბილისში, რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე ევროპის დღე აღინიშნება, რის გამოც, დღეს და ხვალ, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა აიკრძალება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, მოძრაობა აკრძალვა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხდება.
უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება:
4 მაისს, 21 საათიდან ევროპის მოედნიდან ღვინის აღმართის მიმართულებით; მეტეხის ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან ევროპის მოედნის მიმართულებით;
მეტეხის ქუჩაზე და წრიული მოძრაობა ევროპის მოედანზე.
5 მაისის 17:00 საათიდან 23:00 საათამდე მოძრაობა, ასევე, აიკრძალება გორგასლის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.
ევროპის მოედანზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება 5 მაისის 00:00 საათიდან, ხოლო 6 მაისის 10:00 საათიდან – სრულად.