სავარაუდოდ, ე.წ. მკვლელ მარილს, კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა. ფატალური შემთხვევა 28 აპრილს მოხდა.
გარდაცვლის მეგობრების თქმით, მამაკაცი კლუბიდან სახლში მივიდა, დაიძინა და ძილში გარდაიცვალა.
ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ დაკრძალეს.
შეგახსენებთ, გასულ შაბათს, სავარაუდოდ, “მეფედრონის” მიღების შედეგად გარდაიცვალა 21 წლის გოგონაც. ის ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა გოგონას ნიმუშები უკვე აუღეს და მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა ტარდება.
ბოლო დღეებში ე.წ. კლუბური ნარკოტიკით მოწამლული 10 ახალგაზრდიდან 3 დაიღუპა, ჩვენი ინფორმაციით, სამი კი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.
ახალი თაობის ნარკოტიკის გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის შესახებ პირველად ინფორმაცია 28 აპრილს გავრცელდა. ის თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან ღუდუშაურის კლინიკაში პარასკევს ღამით გადაიყვანეს თუმცა უგონო მდგომარეობაში მყოფი პირი მიმღებში გარდაიცვალა.
წყარო: newposts.ge