54 წლის მამაკაცი პოლიციამ ქალაქის მერზე თავდასხმის გამო დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას FOXNEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გერმანიის ქალაქ ფრეიბურგის ახლად არჩეულ მერს, მარტინ ჰორნს, თავს დაესხნენ, როდესაც ის გამარჯვებას ზეიმობდა.
როგორც ცნობილია, მერს ცხვირის არეში დაარტყეს და კბილი გაუტეხეს.
თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა დაკავებულს გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.