თბილისში, ფიფიას ქუჩაზე სატვირთო ავტომანქანა დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არსებობდა მეორე სატვირთო ავტომანქანაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევა ღამით მოხდა.