საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაირღვა.
,,მე დავიწყე საუბარი და პარლამენტის თავმჯდომარემ შემაწყვეტინა, შემდეგ კენჭისყრა გამოაცხადდა, რომელიც იურისპრუდენციის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ბრილიანტი. მიუხედავად ამისა, მე ვიჯექი ჩემს ოთახში და ველოდებოდი პატივცემულ პარლამენტს სიტყვის უფლებისთვის, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის დროს, აქ რეგლამენტში კი არ არის საქმე, აქ საქმე არის, რომ კონსტიტუციის გარანტის მიმართ მთავარ დემოკრატიულ ორგანოში დაირღვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“,_განაცხადა მარგველაშვილმა.