ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეტის გზის ორკილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლახან დაიწყო.
დღეს, მორიგი მუშაობისას, „ურუშაძეების უბანში“ მოულოდნელად გზის მონაკვეთი ორ მეტრამდე სიღრმეზე ჩაიქცა და იქვე მომუშავე ტრაქტორი, საბედნიეროდ, ამოყირავებას გადაურჩა.
როგორც მეგზევეები ამბობენ, ღრმა ჩაქცევის მიზეზი, აქ არსებული ლურჯი შეფრილობის თიხა-მიწა და გზის ორივე მხარეს ჩამომდინარე არხები უნდა იყოს.
სავარაუდოდ, აქ, სიღრმეში არსებობდა დაჭაობებული სივრცე. მშენებელთა თქმით, აქ განსაკუთრებით გაორმაგდება ყურადღება გზის დაგების დროს. ჯერჯერობით, ხდება ძველი, დაზიანებული ასფალტის საფარის აღება და სავალი ნაწილის გაფართოება, რომ შემდეგ კაპიტალური სამუშაოები დაიწყოს.