ვულკანმა ჰავაიზე 36 შენობა გაანადგურა და დაახლოებით 88 საფეხბურთო მოედნის ტერიტორია დაფარა. ამის შესახებ ინფორმაციას CBSNEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, არსებობს საშიშროება, რომ ვულკანიდან ამოსული ლავის ნაკადმა გეოთერმული ელექტროსადგურისკენ აიღოს მიმართულება, სადაც აალებადი სითხეების 30 000-მდე გალონი ინახება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰავაის ობსერვატორიაში კიდევ ორი ახალი კრატერი დააფიქსირეს.