ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე აქციის დასაწყებად ემზადებიან.
“ჩვენი თავისუფლებისთვის” _ ასე ქვია აქციას, რომელიც წუხელ, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ დაიგეგმა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ახალგაზრდების პროტესტი სპეცოპერაციის დროს გახორციელებულმა ძალადობამ გამოიწვია.
აქციაზე მოსული ახალგაზრდები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, რომ წუხელ ხელისუფლებამ თავისუფლებაზე განახორციელა შეტევა და ამას უპასუხოდ არ დატოვებენ.