ზუგდიდში 38 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 1975 წელს დაბადებული მამაკაცი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 14 მაისს, ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით 1976 წელს დაბადებულ ე.წ.-ს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.