ქუთაისში ქალმა საკუთარი და, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, ცივი იარაღით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის მეუღლე ამბობს,რომ სახლში დაბრუნებისას პოლიციაც მალევე მივიდა.
“ქალაქში ვიყავით, მე და ჩემი ქალიშვილი.სახლში დავბრუნდით და თან მომყვა საპატრულო ეკიპაჟი. მეუღლეზე მკითხეს, სადააო. როცა ოთახში შევიდნენ, მითხრეს, რომ არ შევსულიყავი”, _ ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.
დანაშაული 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
წყარო:imereti.news