სერგეი სკრიპალს საავადმყოფოდან სწერენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ყოფილი ჯაშუში და მისი ქალიშვილი იულია, დიდ ბრიტანეთში, სალისბურში ნერვული აგენტით მარტში მოწამლეს.
როგორც ცნობილია, მომხდარში დიდი ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს, რუსეთი კი ბრალდებას უარყოფს.
რაც შეეხება, იულია სკრიპალს, ის კლინიკიდან გასულ თვეს გაწერეს და უსაფრთხო ადგილას იმყოფება.