ოჯახში ძალადობის განმეორების ფაქტი, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს, _ ამის შესახებ შს მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდენისას განაცხადა.:
“უახლოეს მომავალში რამდენიმე ინიციატივა გაჟღერდება _ ეს არის ოჯახში ძალადობის მიმართულებით. გვინდა, რომ განმეორების ნაწილში, ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართალზე გადავიდეთ, რადგან ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ცივი იარაღის საკითხს, ცივი იარაღი არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა, რომლის გამოძახილი უკვე სერიოზულ ციფრებშია და შეგიძლიათ სტატისტიკა იხილოთ“, _ განაცხადა გახარიამ.