ავღანეთში, ჯალალაბადში, სამმაგი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 8 და დაიჭრა 45 ადამიანი.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აფეთქებები ქალაქის სტადიონზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ქალაქ მეხტარლამის მერის მოადგილე და შეჯიბრების ორგანიზატორი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.