უმრავლესობის სხდომა, სადაც ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მსჯელობდნენ, დასრულდა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკიამ “გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს და საკითხის განსახილველად მორიგი შეხვედრა დაანონსეს. ბუკიას თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს საკუთარი პოზიცია, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არ აქვს.
,,უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა იმით, რომ ჩვენ ერთმანეთის პოზიციები მოვისმინეთ, ერთმანეთის გავუზიარეთ მოსაზრებები და გადაწყდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა შეხვედრებიც გაიმართება იმისათვის, რომ პოზიციები მაქსიმალურად შეჯერდეს. ბატონი ბიძინა უსმენდა სხვადასხვა არგუმენტებსა და მოსაზრებებს, კონკრეტულად საკუთარი პოზიცია, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არ აქვს. ჩვენ ,,კონსერვატორები“ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არც მკაცრი და არც ზედმეტად ლიბერალურები ვართ, ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომლითაც არ გაიზრდება ნარკოტიკების მომხმარებელი და არ იქნება ნარკოტიკი ხელმისაწვდომი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი“,_გვითხრა ბუკიამ.