საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევაში დაინტერესდა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამა თუ იმ პოლიტიკოსების მიმართ მოქალაქეებს.
გამოკითხვაში ლიდერობენ შემდეგი პოლიტიკოსები:
დავით ბაქრაძე – დადებითი 53%, უარყოფითი 40%, არ მსმენია 2%, არ ვიცი 5%.
გიორგი მარგველაშვილი – დადებითი 52%, უარყოფითი 42%, არ მსმენია 1%, არ ვიცი 5%.
კახა კალაძე – დადებითი 50%, უარყოფითი 44%, არ მსმენია 2%, არ ვიცი 4%.
დავით სერგეენკო – დადებითი 49%, უარყოფითი 39%, არ მსმენია 5%, არ ვიცი 7%.
გიორგი კვირიკაშვილი – დადებითი 41%, უარყოფითი 52%, არ მსმენია 2%, არ ვიცი 5%.
კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე 1 500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.