საქართველოს მთავარი პროკურორი თანამდებობას დატოვებს.
არსებული ინფორმაციით, შოთაძე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას დღის ბოლომდე გააკეთებს.
მთავარ პროკურორს თანამდებობის დატოვების შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა მოუწოდა. მათ შორის არის ლევან კობერიძეც. დეპუტატის განცხადებით, „შოთაძე უნდა გადადგეს ამ რეზონანსული საქმის არასათანადო, უპასუხისმგებლო და არაკვალიფიციური გამოძიების გამო”.
შოთაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია მთავარ პროკურატურასთან დილიდან იმართება. მას შემდეგ რაც, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებული ორი მოზარდიდან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ნაწილში ორივე მათგანი გამართლდა.
ერთ მოზარდს კი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას განზრახ მკვლელობის მუხლი მკვლელობის მცდელობის მუხლით შეუცვალა.
მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ კი პროცესებში უნდა ჩაერთოს პარლამენტი. მთავარი პროკურორის შერჩევა რამდენიმე პროცედურას ითვალისწინებს. კანდიდატურას პრემიერი არჩევს, მას იუსტიციის მინისტრი პარლამენტს წარუდგენს, რის შემდეგაც წარდგენილი კანდიდატი საკანონმდებლო ორგანომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე უნდა დაამტკიცოს.
წყარო რუსთავი2