წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, მამა დავით ისაკაძე მრევლს მიუწოდებს თავისუფლების მოედანზე
შეიკრიბონ.
მამაომ რამდენიმე წუთის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნაციონალური მოძრაობა რევოლუციას ამზადებს:
_ პიროვნების ტრაგედიის ფონზე ნაციონალური პარტია, ფაშისტური პარტია ამზადებს საქართველოში რევოლუციას.
მოგიწოდებთ ყველას რომ მოდით, დადექით ჩვენს გვერდზე. დავიცვათ სამართლიანობა.
ადამიანს, რომელიც განსაცდელშია თანავუგრძნობთ, ხოლო ადამიანებს, რომლებიც ამზადებენ რევოლუციას, ვამხელთ, _ აცხადებს მამაო, რომელიც მრევლს მერიის ყოფილ შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.