ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე, ორი მუშა დაიღუპა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ჯალაღონიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კარიერზე მოხდა, რომელიც ინდ.მეწარმეს აქვს აღებული იჯარით.
ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.