“გურია ნიუსი” უკვე წერდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში სროლის შესახებ. როგორც გავარკვიეთ სროლისას პოლიციას შეატყობინა, ასევე, გურიანთაში მცხოვრებმა ნანული ტარიელაძემ.
როგორც ტარიელაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მან პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მისი შეშინების მიზნით, სიკო მეხუზლამ იარაღი მანქანიდან 3 ისროლა.
“ვმუშაობდი ეზოში, რა დროსაც სიკო მეხუზლამ აიარა მენქანით და 3-ჯერ ისროლა. მე ჩავთვალე, რომ მეხუზლამ ჩემი შეშინების მიზნით გაისროლა.
მეხუზლა სამართალდამცავებმა ოზურგეთში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში აიყვანა გამოსაკითხავად.
ჩვენს კითხვაზე, რა ხდებოდა, მეხუზლამ გვიპასუხა რომ ჩვენთან კომენტარს არ გააკეთებდა.
“მიბრძანდით,მე თქვენი დონის არ ვარ. თქვენ კომენტარს არ გაგიკეთებთ”, _ გვითხრა მეხუზლამ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მეხუზლას იარაღი გაფორმებული აქვს და აქვს მისი ტარების უფლებაც. როგორც გავარკვიეთ, მეხუზლას არ დააკავებენ, მასზე შეიძლება გახორციელდეს ადმინისტრაციული ჯარიმა.
შეგახსენებთ, რომ ტარიელაძეების ოჯახს ეზოში, ჭიშკართან ჩაუცხრილეს შვილი, რასაც სწორედ მეხუზლას უკავშირებენ.