“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთში რამდენიმე ობიექტი დააჯარიმა. ერთ-ერთ პოპულარულ ლუდის ბარს _ “ნატახტარს” კი ათასლარიანი ჯარიმასთან ერთად, დროებით, მუშაობის უფლება შეუჩერა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი, ნინო შეწირული “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ობიექტების შემოქმება მომავალშიც გაგრძელდება:
“ნატახტარს” შეუჩერდა მუშაობის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ მოხდა ეს. მათ შეუძლია კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრა და შემდეგ თავიდან მოხდება შემოწმება. თუ ყველაფერი რიგზე იქნება ისინი შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას. რაც შეეხება სხვა ობიექტებს _ ორ ობიექტზე მაცივარში მაცივარში წყალი ჩამოდიოდა და არ იყინებოდა, ამიტომ დავლუქეთ.
ვიყავით ასევე მაკვანეთში “სანდომში“ და გარკვეული რეკომენდიაციები გავეცით. კიდევ გრძელდება შემოწმებები და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ,“– აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო შეწირულმა.