ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დროებითი საპარლამენტო კომისიიდან ერთ-ერთი წევრის ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს.
„ბესელიას გარდა ვენდობი კომისიას.“რუსთავი2“-ზე გადაახვიეთ და მიხვდებით.
ადამიანი, რომელიც მადანაშაულებს, რომ რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას მივეცი საშუალება ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს, ასეთ ადამიანს არ ვენდობი“ _ განაცხადა ზაზა სარალიძემ.
სარალიძეს სოციალურ ქსელში უპასუხა ეკა ბესელიამ და მის განცხადებას პოლიტიკური გზავნილი უწოდა:
“ბატონო ზაზა, კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს.
ეს განცხადება, რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე, მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან!
მე, არცერთ ეთერში და მათ შორის “რუსთავი 2”-ის ეთერში, სადაც თქვენც იყავით, არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას.
“ნაც მოძრაობას” რასაც ვეუბნები ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ!
ძალიან უცნაურია იმ კომისაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპიზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას.
ეს უკვე მართლაც ბევრისმთქმელია ჩემთვის…” _ წერს ბესელია.