რუსთაველის გამზირი აქციის გამო გადაკეტილია და ავტომობილებით თუ სხვა სახის ტრანსპორტით გადაადგილება ვერ ხერხდება. აქ ელოდებიან რეგიონებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს და აქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით გამომსვლელები შემდეგ მიმართავენ.
პარლამენტის წინ უკვე იმყოფება ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე, ასევე, მალხაზ მალჩალიკაშვილი და სხვა შვილმკვდარი მშობლები. დღეს საზოგადოებას, როგორც ცნობილია, სიტყვით ოპოზიციური პარტიის ლიდერებმაც უნდა მიმართონ.