ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა. პარლამენტის წინ მოქალაქეების მცირე ნაწილია შეკრებილი. საკანონმდებლო ორგანოსთან არის რამდენიმე პოლიტიკოსიც, თუმცა, მათი მხრიდან განცხადებები არ კეთდება. აქვე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.