ოზურგეთის საკრებულოს იმ ოთხაში, სადაც ბესო ქათამაძე “ქართული ოცნების” წევრებმა სცემეს, როგორც გავარკვიეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შაკა თავდიშვილიც იმყოფებოდა.
ამ დრომდე თავდიშვილი უარყოფდა, თუმცა, „გურია ნიუსთან“ საუბრისას ფაქტის დადასტურება მას შემდეგ მოუწია, რაც ვუთხარით, რომ ამის მტკიცებულება გვოქონდა.
თავდიშვილმა გვითხრა, რომ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებდა და აღნიშნა, რომ ჩვენება პოლიციას უკვე მისცა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას თავდიშვილი ინციდენტის შესახებ სხვადასხვანაირად ჰყვება,
ჯერ გვითხრა, რომ ქათამაძეს თავად დაურეკა და ოთახში მისვლა სთხოვა, მერე თქვა, რომ „ოცნების“ წევრებს ბესოსთვის დანარეკი უკვე ჰქონდათ.
ინტერვიუში, რომელიც „გურია ნიუსის“ ფეიბუქის გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თავდიშვილს ქათამაძეც მიეხმარა, სადაც თქვა, რომ განმარტებებს მოგვაინებით გააკეთებს, თუმცა, განმარტებები არ გაკეთდა.
ამ დრომდე ვერ ხერხდება იმის გარკვევა, რატომ მალავს თავდიშვილი ოთახში ყოფნის ფაქტს და რატომ არ პასუხობს კითხვაზე _ კონკრეტულად ვინ სცემა ბესო ქათამაძე?
ამ კითხვაზე პასუხი არც ნაციონალური მოძრაობის ლიდრებს აქვს.
უფრო მეტიც, დავით კირკიტაძე „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ თავდიშვილის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ აქვს. არადა, შაკა თავდიშვილი 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის გამგებლობის კანდიდატიც კი იყო.
უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი შეკითხვების შემდეგ ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია თავდიშვილმა დატოვა.
ასევე, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება კითხვები _ სწორედ ამ ფაქტს ხომ არ გულისხმობდა “ქართული ოცნება” როცა განაცახადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.
ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ პროვოკაცია არ ყოფილა, თუმცა თავდიშვილის დუმილი და იმ ფაქტის დამალვის მცდელობა, რომ ოთახში თავადიშვილიც იყო, კითხვებს აჩენს.
ასევე, კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც დღეს “ოცნებას” წარმოადგენენ და რომლემაც ბესო ქათამაძე სცემეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფელბაში ყოფნის დროს მაღალ თანამდებეობზე მუშაობდნენ.
დავით კრიკიტაძე ამბობს, რომ ეს ხელისუფლების მინუსია და, სამწუხაროდ, მათ ხელისუფლებაშიც იყვნენ უპასუხისმგებლო და დამნაშავე ადამიანები და სწორედ ამიტომ აგო პასუხი „ნაციონალურმა მოძრაობამ“.