“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის წინ იმართება, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ნუგზარ გიორგაძემ აქციის ორგანიზატორების საწინააღმდეგო პროკლამაცია დაარიგა, რის გამოც გიორგაძესა და აქციის ორგანიზატორებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ნუგზარ გიორდაძეს და აქციის მონაწილეებს შორის მცირეხნიაი შეხლა-შემოხლა მოხდა.
“კარგად წაიკითხეთ, რა წერია აქ და ვის გვერდით დგახართ“, _ თქვა ნუგზარ გიორგაძემ, რომელსაც აქცია პოლიციის წარმომადგენლებმა დაატოვებინეს.