საკრებულოს შესასვლელში მოშიმშლე სამ “ნაციონალ” დეპუტატს: ბესო ქათამაძეს, თორნიკე გოგუაძეს და დავით მჟავანაძეს ათეულობით პოლიციელი იცავს.
სამართალდამცველები არ პასუხობენ კითხვას, თუ რა საჭიროა ასეთი გაძლიერებული დაცვა სამი დეპუტატისთვის.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს აპროტესტებენ და ინცინდეტში მონაწილე ყველა დეპუტატის დასჯას ითხოვენ.
ისინი მათი მოთხოვნის შესრულებამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.