თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ, რომელიც გუშინ საღამოს დაიწყო და სეტყვაც ახლდა, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში წყალმოვარდნა გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 292 შეტყობინება შევიდა, რომელთაგან ყველაზე მეტი გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონიდან იყო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, ძლიერმა წვიმამ რამდენიმე შენობის სარდაფი, ასევე სავაჭრო ცენტრ „გალერა თბილისის“ მიწისქვეშა ავტოსადგომი დატბორა. ძლიერმა ქარმა კი ელექტროსადენები დააზიანა და ხეები წააქცია. სოფელ გიორგიწმინდაში, ხევძმარის ხევის ადიდების გამო გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა. მაშველები გაწმენდით და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის მანძილზე აწარმოებდნენ. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
„გურია ნიუსი“ გთავაზობთ კადრებს რა ხდებოდა დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში: