„ამერიკის შეერთებული შტატები მიგრანტების კარავი და ლტოლვილების ჰოლდინგი არ იქნება. შეხედეთ, რა ხდება ევროპაში, სხვა ქვეყნებში. ჩვენ ვერ დავუშვებთ იგივე მოხდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში“,_აღნიშნული განცხადება BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.
მან ასევე განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები შეცდომას უშვებენ მილიონობით მიგრანტის მიღებით.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყნის ადმინისტრაცია ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გახორციელება დაიწყო მიგრანტების მიმართ, რაც გულისხმობს, რომ აშშ-ში უკანონოდ შესულ პიროვნებას, მათ შორის თავშესაფრის მაძიებელს, სისხლის სამართლის დანაშაულში ედება ბრალი.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კი საზღვარზე, მშობლებისგან ათასობით ბავშვის განცალკევება გამოიწვია.
ბავშვები დაკავების ცენტრებში, საწყობებში, სუპერმარკეტებში იმყოფებიან, თავშესაფრებს კი მათ მისაღებად ადგილები არ აქვს.
ოფიციალურმა პირებმა ბავშვების ტეხასის უდაბნოში გადაყვანის შესახებაც განაცხადეს, სადაც ტემპერატურა 40 გრადუსია.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას დემოკრატები ჰგმობენ, გაეროს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციაში კი მიგრანტების მიმართ გახორციელებულ პოლიტიკას „უნაყოფოს“ უწოდებენ.