საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ურჩია, რომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს მთავრობის სტრუქტურათა დებულებებს, რათა დოკუმენტში სამინისტროთა გაერთიანების მიზნები ადეკვატურად იყოს წარმოჩენილი. ამასთან, როგორც კაკულია აცხადებს, პრობლემაა, როცა სამინისტროს ძალიან ბევრ თანამშრომელს აღნიშნული დებულება წაკითხულიც კი არ აქვს.
,,ერთი რჩევა მინდა მივცე პრემიერს მომავალი რეორგანიზაციის პროცესში, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს, ზოგ შემთხვევაში, თაროზე შემოდებულ დოკუმენტებს, რომელსაც მთავრობის სტრუქტურების დებულება ჰქვია. სამინისტროებში ვიცი ძალიან ბევრი თანამშრომელი, რომლებსაც წაკითხულიც კი არ აქვთ სამინისტროს დებულება, ამიტომ ახლა იმაზე საუბარი, რომელი სამინისტროა არაადეკვატური და რომელი არა, არასწორია. კარგი შანსი გვაქვს, რომ კვალიფიციურად მოვამზადოთ ამ სამინისტროების გაერთიანებების დებულებები, სადაც ადეკვატურობა მიზნებისა იქნება სწორად წარმოჩენილი“, _ განაცხადა კაკულიამ