საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ტექნიკური და მათემატიკური მიმართულებით სწავლი ხარისხი უნდა გაიზარდოს.
ამის შესახებ ბახტაძემ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას ისაუბრა:
“ჩვენ გვჭირდება ყველა საგნის სწავლების ხარისხის გაზრდა, მაგრამ განსაკუთრებით, ტექნიკური და მათემატიკური მიმართულებების.
ყველა ჩვენგანი ინდივიდია, ჩვენ გვაქვს ნიჭი სხვადასხვა საგნებში და საბოლოო ჯამში, ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს, თუ სად, რომელ სფეროში შეძლებს ის თავისი ნიჭის მაქსიმალურ რეალიზაციას, მაგრამ მეორეს მხრივ, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ისეთი პროფესიების განვითარებას, რომელშიც დარწმუნებულნი ვართ, რომ 21- საუკუნეში მუდმივად მაღალი მოთხოვნა იქნება,” _ აღნიშნა პრემიერმა.