გახსოვთ სურათი “არასერიოზული კაცი”. გია ფერაძე მის მიერ განსახიერებულ გმირს ძალიან წააგავდა. ეს წუთისოფელი ისე გაასრულა, რომ მის შესახებ აუგი არავის წამოსცდენია. ბატონი გია იუმორის არაჩვეულებრივი ნიჭითაც დაჯილდოებული ბრძანდებოდა და ამ სიტყვების სიმართლეში თავად დარწმუნდებით.
„ერთხელ გია ფერაძე კაფე „თბილისის“ წინ მეგობრებთნ ერთად იდგა და დასალევი ფულის საშოვნელად ნაცნობებს ელოდებოდა. დაინახა, ინსტიტუტიდან გამოვიდა ელისო გუდიაშვილი. იცოდა, ელისოს 5 მანეთი ჰქონდა ჩანთაში. სამი მანეთი მასესხეო – სთხოვა. რაღაც უნდა შევიძინოო, – უარი უთხრა ელისომ.
გიამ გაიხედ-გამოიხედა და გამვლელებს ხმამაღლა მიმართა – შეხედეთ, ბატონებო, ეს ბოზი რუსთაველზე დასეირნობს, ბავშვები სახლში ჰყავს დაყრილი. წადი, გოგო, სახლში წაეთრიე, რას დამდევ…
ხალხი ელისოს გარშემო შეგროვდა და ალმაცერად დაუწყო ცქერა. ელისო მიხვდა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ხუთი მანეთი გიას მიუგდო და სწრაფად გაეცალა.“