ეს სახალისო ისტორია დიდი ხნის წინ მოხდა. გახსოვთ, ალბათ, იმდროინდელი პოპულარული გადაცემა “ეს ესტრადაა”, რომელიც მუსიკათმცოდნეს, ბატონ ევგენი მაჭავარიანს მიჰყავდა.
ერთ ზაფხულს ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს ახლობელი გარდაეცვალა სამეგრელოში და დაკრძალვაზე მუსიკალური რედაქციის მთელი შემადგენლობა გაემგზავრა.
თბილისიდან ჩასული სტუმრები დიდი პატივით მიიღეს. დადგა მისამძიმრების დროც. როცა კარის ზღურბლზე ფეხი ბატონმა ევგენი მაჭავარიანმა შედგა, გაისმა მოტირალი ქალების “განსაკუთრებული” შეკივლება: _ტიტუუ, ტიტუუუ! შე საცოდავო, ნახე ვინ მოვიდა, ეს ესტრადაა მოვიდა, ეს ესტრადაა მოვიდაააა!.
“სატირლად” ჩასული ხალხი ერთმანეთს ასწრებდა.