სოციალური ქსელი “ინსტაგრამი” ფოტოს წაშლის გამო, რომელიც 2 კაცის კოცნას ასახავდა, ბოდიშს იხდის. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ფოტო ფოტოგრაფმა სტელა ასია კონსონიმ 30 ივნისს გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ფოტო მისი გვერდიდან წაიშალა.
“ინსტაგრამის” განცხადებით, ფოტოს წაშლა შეცდომით მოხდა.
“ეს ფოტო შეცდომით წაიშალა. ვწუხვართ. მოგივიანებით აღვადგინეთ”, _აცხადებენ კომპანიაში.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფოტო ერთ-ერთი იმათგანია, რომლითაც ფოტოგრაფი გამოფენის გაკეთებას გეგმავს თემაზე “თანამედროვე წყვილების ურთიერთობის პორტრეტები”.