მაშველებმა დაბა ურეკში დახრჩობას 62 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.
როგორც ცნობილია, ის სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით იმყოფებოდა და შველას ითხოვდა.
მაშველებმა მამაკაცი სკუტერით გამოიყვანეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.