ამ წუთებში პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა არ ესწრება. აღნიშნულმა ფაქტმა დროებითი საგამოძიებო კომისიისა და თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის გაღიზიანება გამოიწვია.
,,ისე ცუდადა არის, რომ სატელეფონო ზარებს ვერ პასუხობს და მარტივი სმს-ების გამოგზავნა ვერ შეძლო? ეს არის უპატივცემულობა კომისიის მიმართ და პირდაპირ კანონის დარღვევა! ჩვენ ვიმსჯელებთ ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან მალე, თუ რას ნიშნავს ეს. ეს არ არის ნინიას ბაღი და სკოლა, რომ ვიღაცას, როცა უნდა, მაშინ მოვიდეს. როცა უნდა საშინაო დავალება არ მოიტანოს და არ გამოცხადდეს რაღაც მიზეზების გამო. ბატონ იოსებს მოუწევს აქ მოსვლა, როცა უკეთ იქნება. მინდა აქედან მოვუწოდეო, რომ ის აუცილებლად მოვა აქ და ყველა კითხვას, რომელიც მის მიმართ აქვთ კომისიის წევრებს, უპასუხებს ისევე, როგორც პასუხს აგებს თუ ის არღვევს კანონს და ამიტომ არ იმყოფება აქ“, _ განაცხადა კაპანაძემ.