პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ უნდობლობა გამოუცხადა მთავარი პროკურორის არჩევის პროცესს. როგორც გოცირიძე აცხადებს, მაღალ თანამდებობებზე ბიძინა ივანიშვილის კადრები ინიშნებიან, რაც შეშფოთებას იწვევს.
,,აღმოჩნდა, რომ გრძელდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოში მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნასთან დაკავშირებით და როგორც ერთხელ მოგახსენეთ, ამ თანამდებობაზე კვლავ ვიხილავთ რომელიმე ასე ვთქვათ ყოფილს, ყოფილები რას ნიშნავს იცით თქვენ. თანამდებობას ყოველთვის იკავებენ ადამიანები, რომლებიც არიან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ყოფილ სამსახურში ნამყოფი ადამიანები, ყოფილი ექიმი, ყოფილი მცველი, ყოფილი ბანკირები და ახლა ამ კანდიდატურებში ჩვენ ვიხილეთ ყოფილი ადვოკატი, როდემდე უნდა გაგრძელდეს, ერთი მხრივ, კომიკური, მაგრამ მეორე მხრივ, საშიში ტენდენცია“,_ განაცხადა გოცირიძემ.