ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში უბედური შემთხვევა მოხდა.
“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქვეითად მიმავალ 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
ამ წუთებში გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გადაჰყავთ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
“გურია ნიუსი” კომენტარს ელოდება შესაბამისი უწყებებიდან, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.